შემთხვევაUncategorizedდღის სიახლეებისაზოგადოებასიახლეები

უბედური შემთხვევა – არასრულწლოვანი ბიჭის ცხედარი მდინარეში იპოვეს

წყალტუბოში, ორდღიანი ძებნის შემდეგ, 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა ბიჭის ძებნა-შველის ოპერაციისას მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი იპოვეს. რთული რელიეფის გამო მაშველებმა ცხედარი მდინარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს, რომელიც ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პროზექტურაშია გადასვენებული.

ახალგაზრდა ბიჭი მდინარე ლეხიდარში გუშინ, 2 აპრილს ოჯახის წევრების თანდასწრებით გაუჩინარდა. უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის ორი მყვინთავი მონაწილეობდა. ტერიტორიის მონიტორინგში, ასევე, ჩართული იყო საფრენი აპარატი – დრონი, – წერს საგანგებო სიტუაციების სამსახური.

( ინფორმაციის თარიღი: 03.04.2022 ) ( ფოტო არქივი )

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!