საქართველოს საავტომობილო გზებზე ყველა მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს



საქართველოს საავტომობილო გზებზე ყველა მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ამ დროისთვის, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხე უმნიშვნელოა, რის გამოც მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვისა და ლიპყინულის გამო, ამავე საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.