ზვიად მხეიძემ მოქალაქეებს ახალი წელი მოულოცა



ზვიად მხეიძემ მოქალაქეებს ახალი წელი მოულოცა :

"ჩემო ძვირფასო ამბროლაურელებო, თქვენ და სრულიად საქართველოს გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს!

გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, ერთიან და წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრებას!

2021 წელი საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო. პანდემიამ არაერთი დაბრკოლება შექმნა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მაქსიმალური ძალისხმევით შევეცადეთ, არ შეფერხებულიყო ის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები, რომლებიც მიმართულია მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ჩვენი მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ როგორც აქ მცხოვრები მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას, ისე წასული რაჭველების ფუძეზე დაბრუნებას.

2021 წელი მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური თვალსაზრისითაც. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობ. მჯერა, რომ მონდომებითა და ურთიერთ თანამშრომლობით ყველა პრობლემის დაძლევას მოვახერხებთ და ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს.

ყოველი ახალი წელი ახალი იმედის მომტანია. ვისურვებდი, რომ 2022 წელი ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს! წინსვლას და წარმატებას გისურვებთ!"