მერიის წარმომადგენლებმა მცხოვრებ, სხვადასხვა საჭიროების მქონე რამდენიმე ოჯახს ახალი წელი პირადად მიულოცეს



ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ - ასლან საგანელიძემ და დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ქრისტინე კობახიძემ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სხვადასხვა საჭიროების მქონე რამდენიმე ოჯახს ახალი წელი პირადად მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები ხორციელდება, რომლებიც მიმართულია შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახების ხელშეწყობისა და დახმარებისკენ. იმედი გვაქვს, ჩვენს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სხვადასხვა სახის აქტივობები დაგვეხმარება მათი ცხოვრების პირობები ეტაპობრივად გავაუმჯობესოთ."- აღნიშნა ზვიად მხეიძემ.