ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში, ქართული მრავალჟამიერის ფონზე აინთო



ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში, ქართული მრავალჟამიერის ფონზე აინთო.

რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ამბროლაურს და სრულიად საქართველოს.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იმართება საახალწლო ღონისძიებები.

ხვალ 29-დეკემბერს საახალწლო ღონისძიება ამბროლაურში გაიმართება.

მოეწყობა საშობაო ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.

საღამოს საათებში გაიმართება, როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული შემსრულებლების კონცერტები.

ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.

ამბროლაური

29 დეკემბერი

12:00 – 17:00 საშობაო მელოდიები (ფონური მუსიკა)

14:00 – 14:15 დრამერების მარში, საკარნავალო მსვლელობა - ღონისძიების საზეიმო გახსნა

14:00 – 18:00 საშობაო მარკეტი

14:00 – 17:00 სახის მოხატვა

14:00 – 18:00 თოვლის ბაბუის მიღება სანტას სახლში (ბავშვების დასაჩუქრება)

14:15 -15:00 ანიმატორებისა და ჟონგლიორი სანტების შოუ

15:00 – 15:40 თეატრი ბორბლებზე (ამონარიდები სპექტაკლებიდან, ილუზიონისტის შოუ, თოჯინების ჯაზ ბენდი)

15:40 – 15:50 დრამერების მარში, საკარნავალო მსვლელობა

16:00 – 17:00 ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი

17:00 – 18:00 ჯგუფი ,,ფორტე“

18:00 - 19:00 ,,რეზო და ბავშვები“ 19:00 ფოიერვერკი