რაგბის პოპულარიზაციისთვის, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება



რაგბის პოპულარიზაციისთვის, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

რაგბის კავშირის პრეზიდენტთან, იოსებ ტყემალაძესთან, ვიცე-პრეზიდენტთან, თორნიკე გოგებაშვილთან, რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელთან, გაიოზ მონიავასთან, გამგეობის წევრთან, გიორგი კობახიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამბროლაურის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში რაგბის პოპულარიზაციისთვის ის ლოკაციები მოვინახულეთ, რომელზეც შესაბამისი სასპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა 2022 წლისთვის იგეგმება.

საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, რომელიც უახლოეს მომავალში ონის მუნიციპალიტეტსაც ესტუმრება, რაგბის განვითარების ადგილობრივი პერსპექტივები და ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განვიხილეთ.