ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის - ზვიად მხეიძის მიმართვა საზოგადოებას



ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი - ზვიად მხეიძე საზოგადოებას მიმართავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :

,,ჩემო ძვირფასო ამბროლაურელებო,

ქვეყანაში და კონკრეტულად ჩვენს მუნიციპალიტეტში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მეტად საყურადღებოა. ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი და სამწუხაროდ დიდია ლეტალური შედეგიც. შემდგომი მოვლენების განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზე.

მინდა თითოეულ თქვენგანს მოგმართოთ თხოვნით, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვათა ჯანმრთელობას.

გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის უფრო ფართომასშტაბიანი გავრცელება.

შეგახსენებთ, რომ ამბროლაურის ჯანდაცვის ცენტრის გარდა, ვაქცინაციის დამატებითი სივრცე გახსნილია სოფელ ჭრებალოში. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ, როგორც ჯავშნით ასევე ადგილზე რეგისტრაციის გამოყენებით და მიიღონ მომსახურება შეფერხების გარეშე. ვაქცინაცია ერთადერთი რეალური გამოსავალია არსებულ სიტუაციაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!" - წერს მუნიციპალიტეტის მერი.