ლევან ფრუიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა



88 წლის ასაკში, გარდაცვალა დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ლევან ფრუიძე. აღნიშნულის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :

"ცნობილი ეთნოგრაფი და პუბლიცისტი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხაში 1933 წელს დაიბადა. მისი ღვაწლი დიდია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების საქმეში. მის სახელს უკავშირდება ქართული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია და მისი უნიკალურობის ეთნოგრაფიული კვლევა.

ლევან ფრუიძე იყო, ოცი წიგნისა და ასეულობით პუბლიკაციის ავტორი.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ღირსეული რაჭველის, ამბროლაურის საპატიო მოქალაქის - ლევან ფრუიძის გარდაცვალების გამო.

ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს, რაჭასა და სრულიად საქართველოს..." - წერს მუნიციპალიტეტის მერია.