,,ვაქცინაციის მარათონის" ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა



,,ვაქცინაციის მარათონის" ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მოსახლეობას, დეტალური ინფორმაციები გააცნეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 25-26 ოქტომბერს მასობრივი ვაქცინაცია გაიმართება.

ამბროლაურის ჯანდაცვის ცენტრის გარდა, ვაქცინაციის დამატებითი სივრცე გახსნილია სოფელ ჭრებალოშიც. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ, როგორც ჯავშნით ასევე ადგილზე რეგისტრაციის გამოყენებით და მიიღონ მომსახურება შეფერხების გარეშე.