ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პროექტი "ხარისხიანი შინმოვლა ხანდაზმულებისათვის" ხორციელდება



ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პროექტი "ხარისხიანი შინმოვლა ხანდაზმულებისათვის" ხორციელდება.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ფონდ ,,ფეარ თრიიზ fair Trees foundation"-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე პროექტის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და შინმოვლის მომსახურებაში

სამომავლოდ ელექტრონული სისტემის დანერგვაზე იმსჯელეს.

საპილოტე პროექტი ამ დროისთვის 100 მიზნობრივ ბენეფიციარს ემსახურება. მხარეებმა მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობისთვის და ამ მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.