გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე



ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს.