სოფელ ურავში ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყო, რომელსაც ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდის - გიორგი ჯელაძის სახელი მიენიჭა



სოფელ ურავში ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყო, რომელსაც ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდის - გიორგი ჯელაძის სახელი მიენიჭა.

სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, გიორგი ჯელაძის მშობლებთან და მეგობრებთან ერთად, ახალი სტადიონი დაათვალიერეს, რომელიც გუშინ ოფიციალურად გაიხანა და ,,გიოს თასი 2020”-ის ფინალს უმასპინძლა.

აღნიშნული სტადიონის მშენებლობისთვის 76 767 ლარი დაიხარჯა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ხელოვნური საფარი, შეიცვალა ბადეები და მილ-კვადრატები, მოეწყო სკამები 50 მაყურებელზე და დამონტაჟდა ახალი კარებები.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მ/წელს სამი ახალი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო.