როგორ მოვამზადოთ შემწვარი ქათამი პამიდვრის სოუსში



ინგრედიენტები

  • ქათმის ხორცი - 1.5 კგ
  • მწიფე პომიდორი - 1.2 კგ
  • ხახვი - 2 თავი
  • ნიორი - 2 კბილი
  • ცხარე წიწაკა - 1 ცალი
  • რეჰანი, ქინძი, ოხრახუში - თითო-თითო კონა
  • პიტნა - 2-3 ღერი
  • კარაქი - 0.5 სკ
  • მარილი

მომზადების წესები

ქათმის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევბრაწოთ. პარალელურად დავმდუღროთ პამიდორი, გავაცალოთ კანი და ბლენდერში დავაქუცმაცოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ. დავუმატოთ პამიდორი და თავდახურული, დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, მოვაყაროთ მარილი. შემწვარი ქათამი დავჭრათ, ჩავაწყოთ სოუსში და წამოვადუღოთ, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, დანაყილი ნიორი და წიწაკა.

წყარო : gemrielia.ge