ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სტუდენტებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს



"გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! მშვიდობიან, წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ!

პანდემიის პირობებში, სასწავლო პროცესი ბოლო პერიოდში განსხვავებულ ვითარებაში, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა გატარებული ღონისძიებები და თითოეული ჩვენგანის მიერ გამოჩენილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სწავლა სკოლებში განახლდეს.

განათლების ხელშეწყობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამები ხორციელდება და პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

გისურვებთ წარმატებებს!" - წერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია