ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა



ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა, სადაც მონაწილეობა 14 მუნიციპალიტეტის 36-მა ცხენოსანმა მიიღო.

ღონისძიებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდა:

1. წმინდა ჯიშის ცხენები 1600 მეტრზე გარბენი

2. წმინდა ჯიშის ცხენები 2000 მეტრზე გარბენი

3. შერეული ჯიშის ცხენები 2000 მეტრზე გარბენი

4. ,,სოფლის ცხენები" 2000 მეტრზე გარბენი

5. ,,სოფლის ცხენები" 3000 მეტრზე გარბენი

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტისგან ჯილდოები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

დოღი ამბროლაურის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ასევე სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.