რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ გამოტოვებს უიმბლდონსა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს



მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ გამოტოვებს უიმბლდონსა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს.

„მივიღე გადაწყვეტილება და არ მივიღებ მონაწილეობას უიმბლდონისა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საჩოგბურთო ტურნირებში. ეს ყოველთვის რთული არჩევანია, მაგრამ მივენდე საკუთარ ორგანიზმს, განვიხილე ჩემს გუნდთან და მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი.

ჩემი მიზანია – მაქსიმალურად გავაგრძელო კარიერა და გავაკეთო ისე, რომ ბედნიერი ვიყო. ამაში იგულისხმება უმაღლეს დონეზე თამაში და ტიტულებისთვის ბრძოლა“, – დაწერა 35 წლის ნადალმა საკუთარ „ტვიტერში“.

2021 წლის სეზონში ესპანელმა მეოთხედფინალამდე მიაღწია ავსტრალიის ღიაზე, როლან გაროსზე კი ნახევარფინალში წააგო ნოვაკ ჯოკოვიჩთან.

უიმბლდონი 2021 წელს 28 ივნისიდან 5 ივლისამდე გაიმართება, ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირი კი 26 ივლისს დაიწყება.