ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, წარმატებულ სპორტსმენებს, ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით გადაეცემათ



ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, წარმატებულ სპორტსმენებს, ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით გადაეცემათ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ,,კულტურისა და სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭებისა და ჯილდოს გაცემის" პროგრამის შესაბამისად სპორტსმენი, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-დან მიწვეულია საქართველოს ნაკრებში, მიიღებს ერთჯერად ფულად ჯილდოს- 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, 14 წარმატებული სპორტსმენი (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) დაჯილდოვდა.

პროგრამის მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება, სპორტსმენთათვის მოტივაციის ამაღლება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა.