პოლიტიკადღის სიახლეებისიახლეები

ლიეტუვა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს

ლიეტუვა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს,  ხელი შეუწყოს ციხეში მყოფი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის .

“ლიეტუვა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს,  ხელი შეუწყოს ციხეში მყოფი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას და თავიდან აიცილებს რუსეთისა და მისი სატელიტების ჩარევას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საქმეებში; მოუწოდებს ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას გააერთიანონ ძალები რუსეთის მიერ მომდინარე საფრთხის წინაშე, რადგან ერთიანობა საჭიროა საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად” – ვკითხულობთ დოკუმენტში

“ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი,  სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის არჩევანს, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში, 
გმობს საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკური ნების არარსებობას, რამაც ხელი შეუშალა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებისათვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას; აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და რუსეთის ფედერაციის დღევანდელი გამოუცხადებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ზეწოლა სხვა სახელმწიფოებზე, რომლებიც იზიარებენ დემოკრატიულ ფასეულობებს, წარმოადგენს ამ გაურკვევლობის შედეგს; მეტიც, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პუტინის მიზანია გაანადგუროს ევროპაში არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა და ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები, რაც არღვევს იმ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რომლებიც ცდილობენ იმ ალიანსებში გაწევრიანებას, რომლებიც, როგორც თავად მიაჩნიათ, მისაღებია მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის; 
აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ საერთო ევროპული პერსპექტივა და ორივე წარმოადგენს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამიზნეებს, რაც მიმართულია საქართველოსა და უკრაინის რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებისკენ; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის უკანონო ქმედებები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, საქართველოში, იმეორებს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ყირიმსა და სევასტოპოლში განვითარებულ მოვლენებს; 
აღნიშნავს, რომ საქართველოში ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია, მედიაზე თავდასხმები და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება აძლიერებს რუსეთის მავნე გავლენას ქართულ საზოგადოებაზე; 
გმობს საქართველოში საბჭოთა კავშირის დიქტატორის, იოსებ სტალინის ხსოვნის უკვდავყოფის ნიშნების გაჩენას; 
შემაშფოთებლად მიიჩნევს კრემლის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ზეწოლას საქართველოზე; 
შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის საჯარო განცხადებებით, ევროკავშირის, ნატოსა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმის შესახებ;
მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში და მოუწოდებს ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შემუშავებას და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუკი საქართველო შეუერთდება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებს, ასევე ნატოს ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკასა და სანქციებს, რომლებიც მიმართულია ბელორუსისა და რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ;
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი აარიდოს ყოველგვარ ნაბიჯს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთისა და ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლას, რომლებიც დაწესებულია ევროკავშირის, ნატოს და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო;
გმობს უკანონოდ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ლიდერების ნებისმიერ ინიციატივას ოკუპაციის ამჟამინდელ პირობებში სტატუსის შეცვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას;
მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
გმობს ქართველი პოლიტიკოსებისა და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ხელმძღვანელობას და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებებისა და ღირებულებებისთვის;
აფასებს ქართველი ხალხის სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ქართულ ოცნებას, როგორც მმართველ პოლიტიკურ პარტიას, გამოხატონ სრული მხარდაჭერა უკრაინის მთავრობისადმი;
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ხელი შეუწყოს ციხეში მყოფი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას და თავიდან აიცილებს რუსეთისა და მისი სატელიტების ჩარევას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საქმეებში;
მოუწოდებს ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას გააერთიანონ ძალები რუსეთის მიერ მომდინარე საფრთხის წინაშე, რადგან ერთიანობა საჭიროა საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.”

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!