პოლიტიკადღის სიახლეებისიახლეები

კიდევ ერთხელ დაამტკიცა ლიეტუვამ რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ახლო და თანმიმდევრული მოკავშირეა – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებას ეხმაურება.

“მინდა მივესალმო ლიეტუვის სეიმის არაჩვეულებრივ განცხადებას, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ლიეტუვამ რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ახლო და თანმიმდევრული მოკავშირეა. ასეთი განცხადებები უნდა იყოს ბევრი მაგრამ ამას სჭირდება მუშაობა, მართლა ყველა კარზე დაკაკუნება, ლიეტუვამ ახლა ეს გააკეთა საკუთარი ინიციატივით, იმიტომ რომ უახლოესი მეგობარია ჩვენი, მაგრამ მხოლოდ ჩვენი მეგობრების ცალმხრივ ინიციატივებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. 

ეს არის არაჩვეულებრივი განცხადება, მხარდაჭერა ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ცალსახა, მაგრამ არა უპირობო, არის პირობები, მათ შორის ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი არის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ, ხაზს ვუსვამ, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის განცხადებაში არ იყოს მკაფიო და დიპლომატიური ცეცხლი გახსნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, სავსებით ზომიერად და მე მგონი ყველასთვის მისაღებად, მათ შორის ხელისუფლებისთვის მისაღებად არის გაკეთებული ზუსტი ჩანაწერი, არც მეტი რომ არ სჭირდება არც ნაკლები. […] მეტი რაღა უნდა ითქვას, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები იქნება ბევრი, მაგრამ ყველაში იქნება ამგვარი დათქმები, არა მარტო სააკაშვილზე, ზოგადად, პოლიტიკური მართლმსაჯულება სანამ ქვეყანაში არსებობს, მანამდე იქნება მხარდაჭერა, მაგრამ იქნება ყოველთვის დათქმით და ეს მხარდაჭერა ბოლოში ვერ გავა. ჩვენ სახელმწიფოს სჭირდება ახლა ევროპული ოჯახი ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ისინი, და არა იმათ ჩვენ, ეს დავიმახსოვროთ”, – თქვა ნიკა გვარამიამ. 

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!