პოლიტიკადღის სიახლეებისიახლეები

ახლა მოქმედების დროა – მიხეილ სააკაშვილი

უკრაინა იმარჯვებს ამ ომში. მან მოიგო უკვე კიევის ბრძოლა, რაც იყო გადამწყვეტი ბრძოლა, ახლა არის ხარკოვისთვის დიდი ბრძოლა წინ, რომელსაც უკრაინა ასევე მოიგებს და დონბასისთვის დიდი ბრძოლა, სადაც რა თქმა უნდა, უკრაინა საბოლოო ჯამში გამოვა გამარჯვებული – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

“გუშინ აშშ-ს სენატმა მიიღო Lend-Lease-ის პროგრამა, ეს ნიშნავს რომ უკრაინა მიიღებს შეუზღუდავი რაოდენობის იარაღს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რეგიონი იქნება ათასჯერ უფრო დაცული და ეს შეეხება ნორმალურ პირობებში საქართველოსაც.” თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

“რა თემაზე უნდა მოუყვეთ, ბენიზინი როგორ ღირს 5 ლარი თითქმის, თუ ხალხი როგორ ღატაკდება და გასაქცევიც არსად აქვს, მიტომ, რომ უკრაინელებმა გაავსეს ევროპა. საუბარია იმაზე, რომ ახლა მოქმედების დროა. ხალხი ჩვენგან ელის მოქმედებას. აღარ აქვს მნიშვნელობა პარტიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ახლა არის დრო მოქმედების იმისთვის, რომ  საქართველო არ გაიყიდოს. მეგობრებო, საქართველო თუ ჩააბარეს, მერე დაიწყება სისხლისღვრა.” თქვა მესამე პრეზიდენტმა. 

“როცა ბარდები მერე იწყება შემოსვლა, გაუპატიურება, განადგურება და მოსპობა შენი ქვეყნის და დღეს ჩვენ ქვეყანას პირდაპირ აბარებენ, ამიტომ ახლა აღარ არის დრო პარტიებად, სიმპათიებად და ანტიპათიებად დაყოფის. ხალხი ელის ჩვენგან ერთობას და მნიშვნელოვან ცვლილებებს და ხალხი ამისთვის არის მზად.” თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!